რატომ ვერ გავიდა შოტლანდია ჯგუფიდან? მწვრთნელმა ძალიან უცნაური მიზეზი დაასახელა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შოტლანდიის ნაკრებმა ბოლო ტურის შეხვედრა სლოვენიაში გამართა და ფრედ 2-2 დაასრულა. ამ შედგის შემდეგ, ბრიტანელებს სლოვაკეთთან ერთად 18-18 ქულა დაუგროვდათ და ბურთების ბალანსის გამო ჯგუფში ჩარჩნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ, შოტლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა გორდონ სტრაჩანმა წაგების მიზეზად ფეხბურთელების სიმაღლე დაასახელა.
"ყველაფერი გენეტიკის ბრალია, ამიტომ არის სლოვაკეთი ჩვენზე წინ. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ჩვენ ესპანეთის შემდეგ ყველაზე დაბალი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი გვყავს. სამწუხაროდ, გენეტიკის ვერ შევცვლით".
სასურველი შედეგის ვერმიღება ბევრი რამისთვის დაუბრალებიათ, მაგრამ სიმაღლეზე ამის მიზეზად პირველად დასახელდა.
აქვე გეტყვით, რომ შოტლანდიელებმა სლოვენიასთან მატჩში ორივე გოლი სტანდარტულის შედეგად გაუშვეს.