აკაკი ტაბუცაძე
Aa
Aa

„საქართველო სენსაციებისთვის მზადაა“ | ტაბუცაძე Opta-ს რჩეულებში

სტატისტიკურმა სააგენტომ, Opta-მ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 8 სექტემბერს დაიწყება, სტატია მიუძღვნა. Opta-მ თითოეული ნაკრების ერთი მორაგბე დაასახელა, რომელსაც რაგბის მოყვარულებმა თვალი არ უნდა მოაშორონ და „ბორჯღალოსნების“ რიგებში აკა ტაბუცაძე გამოარჩია.

„საქართველოს ნაკრებში ნიჭიერი მოთამაშეების ახალი თაობა გამოჩნდა და ბორჯღალოსნები მზად არიან, მსოფლიო ჩემპიონატზე სენსაციები გამოაცხონ. ახალ ვარსკვლავებს შორისაა 25 წლის აკაკი ტაბუცაძე, რომელიც ეროვნული ნაკრების მაისურით დადებული ლელოების რაოდენობით, ბორჯღალოსნების ახალი რეკორდსმენია.

ტაბუცაძემ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა 2020 წელს ჩაატარა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის 4 გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა, რომელთა ეგიდითაც 16 მატჩი ჩაატარა და 24 ლელო დადო. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო გათამაშებაში მან ყველაზე მეტი ლელო დადო (8) და ხაზი ყველაზე მეტჯერ გაჭრა (13). თითოეული მიძალების შემდეგ, იგი საშუალოდ ყველაზე მეტ მანძილს იგებდა (13.2 მეტრი) და ბოჭვებს საუკეთესო პროცენტით ირიდებდა (67).

ტაბუცაძეს შეუძლია, პირველი ქართველი მორაგბე გახდეს, რომელიც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე 2-ზე მეტ ლელოს დადებს. მას 5 მატჩი აქვს გამართული ნაკრებებთან, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე ბორჯღალოსნების მეტოქეები იქნებიან, მაგრამ ლელოს ხაზი მხოლოდ პორტუგალიასთან გადაკვეთა“, - წერს Opta.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის გახსნითი მატჩი 8 სექტემბერს გაიმართება და მასში მასპინძელი საფრანგეთი ახალ ზელანდიას ჩვენი დროით 23:15 საათზე „სენ დენიზე“ ეთამაშება. საქართველო იმავე „სენ დენიზე“ ავსტრალიას, 9 სექტემბერს 20 საათზე შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთან რთული მატჩი გველოდება“ | კეპამ კვარა და მამარდა გამოარჩია
„საქართველოსთან რთული მატჩი გველოდება“ | კეპამ კვარა და მამარდა გამოარჩია