თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ზედიზედ მეოთხე მოგება სერია A-ში - შენგელია საუკეთესო იყო

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული სეზონის ბოლოსწინა ტურში „ვირტუსმა“ სტუმრად „ტორტონა“ 7-ქულიანი სხვაობით, 84-77 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა. ბოლონიის გუნდის ქართველი ლეგიონერი თორნიკე შენგელია კი როგორც თანაგუნდელებს შორის, ასევე ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო და მატჩის MVP გახდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 26 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან ექვსიდან ოთხი ორქულიანი და რვიდან შვიდი საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან ორჯერ ისროლა, თუმცა მისი ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. შენგელიამ ექვსი მოხსნიდან ოთხი დაცვაში, ორი კი თავდასხმაში თამაშისას შეასრულა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

21 მოგებითა და 8 წაგებით „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ლიდერობს. ზუსტად ამდენივე მოგება და წაგება აქვს „ოლიმპია მილანოს“, თუმცა ბოლონიელები მეტოქეზე წინ ქულების უკეთესი შეფარდებით არიან. შენგელია და მისი თანაგუნდელები რეგულარულ სეზონს 5 მაისს საკუთარ დარბაზში „ტრენტოსთან“ მატჩით დაასრულებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვირტუსმა ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ მოიგო - შენგელია საუკეთესო იყო
ვირტუსმა ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ მოიგო - შენგელია საუკეთესო იყო