ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„ასეთ შეტყობინებებს ჩემი ცოლიც კი არ მწერს„ - ჰოლოუეიმ თოფურიაზე ისაუბრა

ჯერჯერობით ბრძოლა ოფიციალურად ჩანიშნული არ არის, თუმცა ძალიან დიდი ალბათობით UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ჯასტინ გეიჯი დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ დაიწყო სოციალურ ქსელში მასსა და თოფურიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ამერიკელმა მებრძოლმა გუშინ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას გააგრძელა.

რა ამბობს ჰოლოუეი

რა შემიძლია ვთქვა ილია თოფურიაზე? მე ჩემს სათქმელს ოქტაგონზე ვამბობ, ის კი Twitter-ზე იმდენ ტექსტურ შეტყობინებასა და კომენტარებს მიტოვებს, შეიძლება ჭკუიდან შევიშალო. მისი ლაპარაკი გაბრაზებული გოგოს სიტყვებს ჰგავს, რომელიც გამუდმებით გსაყვედურობს. ასეთ რაღაცეებს ჩემი ცოლიც კი არ მწერს. მახსოვს, ერთ-ერთი ასეთი მესიჯის დასაწყისი ისეთი იყო, ჩემთვის ვიფიქრე: „არა, მე ამას ბოლომდე ვერ წავიკითხავ, შემდეგ კი ტელეფონში კარგად ჩავიხედე და შევამოწმე შემთხვევით ჩემი მეუღლე ხომ არ მწერდა.

ინტერვიუს ბოლოს ამერიკელმა მებრძოლმა თოფურიას ლას-ვეგასის სტადიონზე ბრძოლის გამართვა შესთავაზა, რომლის ტრიბუნებიც 67 ათას მაყურებელზეა გათვლილი. ჰოლოუეის შერეულ ორთაბრძოლებში 33-დან 26 შეხვედრა აქვს მოგებული, UFC-ში გამართული 30 ბრძოლიდან კი თავის სასარგებლოდ 23 დაასრულა. მასსა და გეიჯს შორის რამდენიმე კვირის წინ ჩატარებულ  შეხვედრას ილია თოფურიაც ესწრებოდა და გამარჯვების შემდეგ ჰოლოუეიმ ქართველი დარბაზშივე გამოიწვია, რაზეც მოგვიანებით თოფურიამ დადებითი პასუხი გასცა და მაქსთან შესახვედრად სრული მზადყოფნა გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამას, თუ არ გააკეთებს ქათამი იქნება“ - თოფურიას ულტიმატუმი ჰოლოუეის
„ამას, თუ არ გააკეთებს ქათამი იქნება“ - თოფურიას ულტიმატუმი ჰოლოუეის