გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მარსელის ინტერესი რეალურია - მიქაუტაძის ახალი ვარიანტი

„მეცის“ შემადგენლობაში ბოლო პერიოდში ნაჩვენები უმაღლესი დონის თამაშის შემდეგ „აიაქსს“ გიორგი მიქაუტაძის დაბრუნების სურვილი მაინც არ გაუჩნდა და ამსტერდამელები თავის დროზე მის დამატებას ახლაც შეცდომად თვლიან. თუმცა, სამაგიეროდ, 23 წლის ქართველი ფორვარდის შეძენა სხვა კლუბებს სურთ, რომელთაც ამჟამად ნიდერლანდების საფეხბურთო გრანდზე გაცილებით უფრო ამბიციური მიზნები ამოძრავებთ.

ფრანგული გამოცემა Foot 01-ის ცნობით, „მარსელის“ წარმომადგენლები საქართველოს ნაკრების ფორვარდის აგენტს დაუკავშირდნენ და მასთან მოლაპარაკებები დაიწყეს. საქმეს მხოლოდ ის ფაქტი ართულებს, რომ „აიაქსთან“ გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, გიორგის ტრანსფერის გამოსყიდვის უპირატესი უფლება „მეცს“ აქვს, მაგრამ რამდენად შეძლებს ეს გუნდი 13 მილიონი ევროს გადახდას, რთული სათქმელია. რაც შეეხება „ოლიმპიკს“, როგორც კლუბის ხელმძღვანელები აცხადებენ, სატრანსფერო პრიორიტეტებს მხოლოდ სეზონის დამთავრების შემდეგ დაალაგებენ, თუმცა მიქაუტაძის დამატების სურვილს არ უარყოფენ.

მიქაუტაძის ანგარიშზე 16 შეხვედრაში 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება „მარსელს“, საფრანგეთის ლიგა 1-ის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში 41 ქულით მერვე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს. თუმცა, „ოლიმპიკი“ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე მოხვედრას სხვა გზით გეგმავს - ზღვისპირელები ევროპა ლიგის მოსაგებად იბრძვიან, რომლის ნახევარფინალშიც მათი მეტოქე ბერგამოს „ატალანტა“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეცი მხოლოდ მიქაუტაძე არაა“ | რა თქვა ლასლო ბოლონიმ გიორგიზე
„მეცი მხოლოდ მიქაუტაძე არაა“ | რა თქვა ლასლო ბოლონიმ გიორგიზე