გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

გუნდის ლიდერებს მხოლოდ ამ პირობით გაუშვებენ | მამარდა და ვალენსიას გეგმები

გიორგი მამარდაშვილი ევროპული გრანდების რადარებზე იმყოფება. ქართველი მეკარე სხვადასხვა დროს „ინტერს“, „ტოტენჰემს“, „ატლეტიკოს“, „ჩელსის“, „ნიუკასლსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუკავშირეს. ამ მომენტისთვის, რეალური ინტერესი მხოლოდ „კაჭკაჭებს“ აქვთ, „ღამურები“ კი სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადებიან.

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის, ექტორ გომესის მიხედვით, „ჩეს“ მფლობელს, პიტერ ლიმს გეგმა უკვე შემუშავებული აქვს და ფეხბურთელთა გაყიდვით მინიმუმ 25 მილიონი ევროს მიღება უნდა, რათა ფინანსური ანგარიშები დააბალანსოს. ლიმი კმაყოფილია რუბენ ბარახას მუშაობით და გუნდის საკვანძო მოთამაშეებს მხოლოდ ერთი პირობით გაუშვებს.

გომესის მიხედვით, გიორგი მამარდაშვილი, პეპელუ, კრისტიან მოსკერა და სხვა ფეხბურთელები „მესტალიას“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებენ თუ „ვალენსია“ მათ სანაცვლოდ ძალიან მაღალ შეთავაზებას მიიღებს. ესპანელი ჟურნალისტი დასძენს, რომ ლიმი ტრანსფერებისთვის დამატებითი თანხის გამოყოფას არ აპირებს და „ღამურებისგან“ ხმაურიან გარიგებებს არ უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 35 მილიონი ევროა და გიორგი ლა ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ის და რეალის ინტერესი რეალურია - Corriere ხვიჩას მომავალზე წერს
პსჟ-ის და რეალის ინტერესი რეალურია - Corriere ხვიჩას მომავალზე წერს