ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

კალცონა: კვარა და ოსიმენი დედაბუნებამ ნიჭით დააჯილდოვა

ფრანჩესკო კალცონამ „რომასთან“ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა.

კალცონა მიიჩნევს, რომ მათ სამომავლოდ ოქროს ბურთისთვის ბრძოლა შეეძლებათ.

„დედაბუნებამ ორივე მათგანი არაჩვეულებრივი უნარებით დააჯილდოვა. მე მათ გვერდით ვარ და ვცდილობ გავაგებინო, რომ ფეხბურთში ბევრი სხვა რაღაცებიც არსებობს. კვარასა და ოსიმენის გაწვრთნა ფანტასტიკური რამაა. ამისგან სიამოვნებას ვიღებ. მათ ფიზიკურ მონაცემებთან ერთად ტექნიკური არსენალიც აქვთ.

ოქროს ბურთი? დიახ, ვფიქრობ, მათ ამ ჯილდოსთვის ბრძოლა შეუძლიათ, მაგრამ ამისთვის ჯერ სრულყოფისთვის ბევრი შრომა მოუწევთ. ჯერჯერობით კვარასა და ოსის რაღაც აკლიათ. მოიგო ოქროს ბურთი, ეს რაღაც დიადი მიღწევაა. საამისოდ მათ ჩემი და ასევე სხვა მწვრთნელების ძალისხმევა უნდა გამოიყენონ, რათა განვითარდნენ და მიზნებს მიაღწიონ. საბოლოოდ, ყველაფერი მხოლოდ მათზეა დამოკიდებული“.

- განაცხადა კალცონამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „რომას“ მატჩი კვირას 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი რომას წინააღმდეგ - საინტერესო სტატისტიკა პრინციპული მატჩის შესახებ
ნაპოლი რომას წინააღმდეგ - საინტერესო სტატისტიკა პრინციპული მატჩის შესახებ