რომელუ ლუკაკუ, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენი ჩელსიში - ლუკაკუ ნაპოლიში? ნიგერიელი ლონდონელებს ელოდება

ვიქტორ ოსიმენის „ნაპოლიდან“ წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. ახლა გასარკვევია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ნიგერიელი.

ვიქტორს ყველაზე მეტად ინგლისის პრემიერ ლიგასა და პსჟ-ს უკავშირებენ. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ოსიმენი მზად არის ლონდონური კლუბების შემოთავაზებებს დაელოდოს.

წყაროს ცნობით, ოსიმენი ლიგა 1-ში თამაშით დიდად დაინტერესებული არ არის და მას კარიერის გაგრძელება მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ლიგაში სურს. ურჩევნია დაელოდოს „არსენალისა“ და „ჩელსის“ შემოთავაზებებს და არჩევანი შემდეგ გააკეთოს.

„ნაპოლის" სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა უკვე განიხილავს „ლურჯებთან" გარიგებაში რომელუ ლუკაკუს ჩართვას, რომელიც ამჟამად „რომაში" იჯარით თამაშობს.

ლუკაკუ დღემდე „ჩელსის“ საკუთრებაა, თუმცა ლონდონელებს მისი დატოვება არ სურთ და მზად არიან საინტერესო შეთავაზების სანაცვლოდ ბელგიელი გაუშვან.

თუ, გარიგებაში ლუკაკუ ჩართეს, ახალი სეზონიდან შესაძლოა მისი და კვარაცხელიას დუეტი ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანისარესი: “თუ ვალენსიას მამარდაშვილის გაყიდვა სურს, ეს სერიოზული პრობლემაა“
კანისარესი: “თუ ვალენსიას მამარდაშვილის გაყიდვა სურს, ეს სერიოზული პრობლემაა“