ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

კონტე და ნაპოლი შეთანხმდნენ - დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა

იტალიური Rai Sport-ის ინფორმაციით, „ნაპოლის“ მომდევნო სეზონიდან ანტონიო კონტე გაწვრთნის.

წყაროს ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა აურელიო დე ლაურენტისთან შეთანხმებას მიაღწია და მალე ყველაფერი ოფიციალურ სახეს მიიღებს.

რაც შეეხება დეტალებს, კონტე ნეაპოლელებთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მისი წლიური ანაზღაურება 6.5 მილიონი ევრო იქნება. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რაც ანტონიომ კატეგორიულად მოითხოვა, გუნდის დაკომპლექტებაში ჩაურევლობა იყო, რასაც დაუკმაყოფილებენ.

კონტე თვლის, რომ „ნაპოლის“ კარგი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა რამდენიმე აუცილებელი ტრანსფერი მათ მაინც დასჭირდებათ. გარდა ამისა, იტალიელი შეწუხებულია გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობით და ამ მხრივ მათთან მუშაობას საჭიროდ მიიჩნევს.

ამ მომენტისთვის დე ლაურენტისმა ვინჩენცო იტალიანოსთან (ფიორენტინას მწვრთნელი) მოლაპარაკებები შეაჩერა. როგორც ჩანს, კონტეს კანდიდატურა მართლაც რეალურია.

აქვე გეტყვით, რომ კონტეს საყვარელი ტაქტიკური სქემა 3-4-3 გახლავთ. ამ მხრივ, დე ლაურენტისს პრობლემები აქვს, რადგან მას 4-3-3-ით თამაში უყვარს, თუმცა როგორც წყარო წერს, 54 წლის სპეციალისტმა მის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტია უკვე მიიღო.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ კონტეს ახალი სეზონიდან ვიქტორ ოსიმენი არ ეყოლება. ამ ეტაპზე არც კვარაცხელიასა და ლობოტკას დარჩენა არის გარანტირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეცი მხოლოდ მიქაუტაძე არაა“ | რა თქვა ლასლო ბოლონიმ გიორგიზე
„მეცი მხოლოდ მიქაუტაძე არაა“ | რა თქვა ლასლო ბოლონიმ გიორგიზე