ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა - ბოლო ცნობები კვარას მდგომარეობაზე

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს ავრცელებს.

კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ქართველმა შემტევმა დღესაც გუნდისგან განმარტოებით, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

რა წერია „ნაპოლის“ განცხადებაში:

„ბოლონიასთან“ მატჩის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, გუნდმა მორიგი ვარჯიში Konami-ს საწვრთნელი ბაზის მეორე მოედანზე ჩაატარა, სადაც ყურადღება ძირითადად ტექნიკურ სამუშაოებს დაეთმო. მათ, ვინც „უდინეზესთან“ შეუცვლელად ითამაშეს, დღეს ნაკლებად დაიტვირთნენ.

დენდონკერმა, კვარაცხელიამ და რასპადორიმ მოედანზე პერსონალური ვარჯიშები ჩაატარეს, ჟიელინსკიმ კი განმარტოებით, სპორტდარბაზში ივარჯიშა.

საგულისხმოა, რომ ტრავმის მიღების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე პირველად ივარჯიშა. მანამდე, ქართველი შემტევი სპორტდარბაზში ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდა.

იტალიურ მედიაში ვარაუდობენ, რომ ხვიჩა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს ხვალიდან შეძლებს და „ბოლონიასთან“ მატჩისთვის 100%-ით მზად იქნება. კვარაცხელიამ მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა პარასკევს მიიღო, რის გამოც „უდინეზესთან“ მატჩი გამოტოვა.

„ნაპოლისა“ და „ბოლონიას“ შეხვედრა 11 მაისს, საქართველოს დროით 20:00 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსას გარდა ინტერესი გერმანულ კლუბებს აქვთ | კვარა და ნაპოლის გეგმები
ბარსას გარდა ინტერესი გერმანულ კლუბებს აქვთ | კვარა და ნაპოლის გეგმები