უარი ბელგიას | საქართველოს ასაკობრივ ნაკრებს მეკარე შეუერთდება
Aa
Aa

უარი ბელგიას | საქართველოს ასაკობრივ ნაკრებს მეკარე შეუერთდება

CrystalSport-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ბელგიის უმაღლესი ლიგის ვესტერლოს 18 და 21-წლამდე გუნდის 16 წლის მეკარეს, გიორგი ყავლაშვილის, რომელიც ევროშესარჩევის წინ, ბელგიის 17-წლამდე ნაკრების განაცხადში განიხილებოდა, საქართველოს სახელით თამაში სურს.

CrystalSport-ის ინფორმაციითვე, საკითხზე მუშაობის შემდეგ ახალგაზრდა მეკარემ მოწვევა მიიღო და უდიდესი ალბათობით, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში ვიხილავთ, რომელსაც ოქტომბერში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები, ქუთაისში აქვს ჩანიშნული. იქამდე, ყავლაშვილი 17-წლამდე ნაკრების შეკრებაზე იქნება და მონაწილეობას მხანაგურ მატჩებში მიიღებს.

გიორგი ამოევი (GBM Sports Group-ის წარმომადგენელი საქართველოში):

ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე და პერსპექტიული ბიჭია. 16 წლის არის, ვესტერლოს 21-წლამდე გუნდში სტაბილურად გამოდის და მთავარ გუნდში დიდი ინტერესით აკვირდებიან.

როგორც უკვე იცით, ინტერესი ბელგიის ასაკობრივი ნაკრებიდან იყო, მაგრამ გიორგი საქართველოსთვის ითამაშებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყანას გამოადგება.

 

1.93 სიმაღლის, მემარცხენე მეკარე, ბელგიაში დაიბადა და გაიაზარდა, თუმცა ქართულად საუბრობს და საქართველოსთან კავშირი არ დაუკარგავს.

გიორგის სააგენტო GBM Sports Group-ია, რომელიც  ბელგიაში ფუნქციონირებს და რომელიც ლიცენზირებულმა აგენტმა, მამე ამიროვმა ჩამოაყალიბა. სხვადასხვა დროს, GBM Sports Group-სთან საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილი და იაია კოელიო თანამშრომლობდა, რომელიც ტრაბზონზპორთან ერთად, თურქეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ბოლო დროს, GBM Sports Group -მა ქართული საფეხბურთო ბაზრის ათვისება აქტიურად დაიწყო და პერსპექტიულ ფეხბურთელებთან მუშაობს, მათ შორის საქართველოს 16-წლამდე ნაკრების ფეხბურთელები: ნოდო დიხამინჯია და გლებ კატკოვი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სტადიონზე გადმოფენილი ბანერის გამო, დილა 10 000 ევროთი დაჯარიმდა
სტადიონზე გადმოფენილი ბანერის გამო, დილა 10 000 ევროთი დაჯარიმდა