სასუოლო, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ჯოვანი დი ლორენცო, ჯაკომო რასპადორი
Aa
Aa

ხვიჩა საგოლე პასით დაბრუნდა | ნაპოლიმ სასუოლოს მოუგო

იტალიის სერია A-ს ახალ სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე პირველი მატჩი გამართა. „პარტენოპეი“ მეორე ტურში „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

პირველ ტურში, კუნთების გადაღლილობისგან გამოწვეული უქმობის გამო, ხვიჩა „ნაპოლის“ განაცხადში ამ შეხვედრისთვის დაბრუნდა, თუმცა, სათადარიგოთ სკამზე იყო. რუდი გარსიამ ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მე-60 წუთზე შემოიყვანა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, კვარამ კი დაბრუნება საგოლე პასით აღნიშნა.

„ნაპოლიმ“ ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა. სტუმართა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად ვიქტორ ოსიმენმა გამოიყენა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე „სასუოლო“ მოედანზე 10 კაცით დარჩა. უხეშობის გამო, მთავარმა მსაჯმა მოედნიდან მაქსიმე ლოპესი გააძევა, მალევე კი სტუმართა კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ამჯერად ჯაკომო რასპადორიმ შეასრულა, თუმცა ახალგაზრდა იტალიელს მიზანმა უმტყუნა.

ეპიზოდიდან ზუსტად 2 წუთში მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, რომელმაც შემოსვლიდან ორიოდე წუთში გუნდის კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო მეკარესთან პირისპირ დატოვა და ამ უკანასკნელმაც ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

დარჩენილ დროში ხვიჩა აქტიურობდა, ჩვეულ დრიბლინგებს გვთავაზობდა და ლამაზ პასებს არიგებდა, თუმცა, გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცემია.

ხვიჩას ყველა მომენტი სასუოლოსთან:

საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ 2:0 გაიმარჯვა და სერია A-ში ორიდან ორი მოგება აქვს. რუდი გარსიას გუნდი სატურნირო ცხრილში 6 ქულით „მილანთან“ და ვერონასთან პირველ, მეორე და მესამე ადგილს ინაწილებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, სტუმრად „ლაციოსთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის 86 წუთი და გამარჯვების გოლი | მეცმა პირველი თამაში მოიგო
მიქაუტაძის 86 წუთი და გამარჯვების გოლი | მეცმა პირველი თამაში მოიგო