მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„მისი თეიქდაუნის მცდელობების ნახვა არავის უნდა“ | MMA-ის ქომაგები მერაბის განცხადებაზე

MMA-ის სამყარო UFC-ის ქართველ მებრძოლზე, მერაბ დვალიშვილზე აქტიურად საუბრობს. „მანქანის“ განცხადებას, რომ ალჯამეინ სტერლინგმა შონ ომალისთან რემატჩი უნდა გამართოს, თავად კი მხოლოდ ტიტულისთვის ჩხუბი უნდა და მზადაა, 1 წელიც მოიცადოს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მერაბს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა და აი, რას წერენ სოციალურ ქსელებში დვალიშვილზე.

„ჩემთვის რაღაც რიგზე ვერაა, როცა ჩემპიონთან ჩხუბზე უარს აცხადებ და როგორც კი, ახალი ჩემპიონი ჩნდება, გინდება, რიგში პირველი იყო“.

„ვფიქრობ, მერაბი და ალჯო ერთმანეთს უნდა ეჩხუბონ, ომალი კი ჩიტო ვერას დაუპირისპირდეს“.

„არავის უნდა ნახოს ეს ბიჭი თეიქდაუნის 50 მცდელობას როგორ შეასრულებს“.

„მერაბმა უნდა გადაწყვიტოს, ალჯოს საუკეთესო მეგობრობა უნდა თუ იმის მიღება, რაც მისია“.

„არავის უნდა, ამ ბიჭმა ქამრისთვის იჩხუბოს, განსაკუთრებით, UFC-ის მატჩმეიკერებს. თეიქდაუნის 50 მცდელობა და მიწოლა საკმარისი არაა“.

„ამ ბიჭის კარიერის საუკეთესო მომენტი ომალის ქურთუკის მოპარვაა. ის არავის აინტერესებს“.

„რა ჯამბაზია!“

იყვნენ ისეთები, ვინც დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს

„მერაბი შონ ომალის გაანადგურებს და სწორედ ამ ჩხუბის ნახვა მინდა“.

„შონი ამ ჩხუბს გაექცევა და UFC-ი ამის უფლებს მისცემს. სენდჰეგენი და ჩიტო ვერა საჩემპიონო შანსს მერაბზე ადრე მიიღებენ“.

„ომალიმ კარგად იცის, რომ მერაბი სერიოზული საფრთხეა და ჩხუბს თავს ამიტომ არიდებს“.

ცნობისთვის, ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სტერლინგს რემატჩი მარცხისთანავე შესთავაზეს. „ალჯომ“ განაცხადა, რომ ომალისთან კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა სურს და ნაკლებად სავარაუდოა, „მანქანამ“ ტიტულის მოპოვების შანსი უახლოეს პერიოდში მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძიუდო: ბახტაძე ოქროსთვის, ხოლო ბენდელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
ძიუდო: ბახტაძე ოქროსთვის, ხოლო ბენდელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს