ჩელსი, ჰაკიმ ზიეჩი, გალათასარაი
Aa
Aa

ყველა დეტალი შეთანხმებულია - ზიეჩი გალათასარაიში გადადის

როგორც მოგეხსენებათ, ჰაკიმ ზიეჩი „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერი გარკვეული მიზეზების გამო გაიწელა.

Goal.Com-ის ინფორმაციით, მაროკოელი შემტევი „გალათასარაიში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს არის. „ჩელსიმ“ თურქული გუნდის წინადადება მიიღო და დათანხმდა, მაგრამ წარსულში მომხდარი გაუგებრობის გამო ორივე მხარე სიფრთხილეს იჩენს.

შეგახსენებთ, რომ „არისტოკრატებმა“ მიმდინარე წლის დასაწყისში „პარი სენ ჟერმენს“ სწორი დოკუმენტაცია ვერ გაუგზავნა და ამის გამო ტრანსფერი ჩაიშალა. ასევე, ზიეჩმა მუხლის ტრავმის გამო „ალ ნასრიში“ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

ამ მიზეზების გამო ახლა ორივე მხარე სიფრთხილეს იჩენს, თუმცა პირადი დეტალები შეთანხმებულია და ტრანსფერის გაჩარხვის წინააღმდეგი არცერთი მხარე არ არის. ჰაკიმის „გალათასარაიში“ გადაბარგება მხოლოდ დროის საკითხია.

შეგახსენებთ, რომ მაროკოელი ფეხბურთელი „ჩელსის“ 2020 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ზიეჩმა „ლურჯების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 107-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაციო მეკარეს ეძებს | რომაელები უგო ლორისის გადაბირებას აპირებენ
ლაციო მეკარეს ეძებს | რომაელები უგო ლორისის გადაბირებას აპირებენ