კონფლიქტი დასრულებულია! გადაწყვეტილება უნაი ემერიმ მიიღო - ვინ შეასრულებს პენალტებს?
Aa
Aa

კონფლიქტი დასრულებულია! გადაწყვეტილება უნაი ემერიმ მიიღო - ვინ შეასრულებს პენალტებს?

როგორც იქნა ნეიმარსა და კავანის შორის კონფლიქტი დასრულდა. საქმეში პარიზელთა თავკაცი უნაი ემერი ჩაერია და საბოლოო გადაწყვეტილება მან მიიღო.

ამიერიდან, პირველ თერთმეტმეტრიანს ნეიმარი შეასრულებს, ხოლო, თუ მეორეც დაინიშნება მას კავანი დაარტყამს.

ეს ინფორმაცია Mirror-თან საუბრისას "პსჟ"-ს ბელგიელმა მცველმა ტომას მუნიემაც დაადასტურა: "ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. მწვრთნელმა თქვა, რომ ისინი პენალტებს მორიგეობით დაარტყამენ. დღეს ნეიმარის ჯერი იყო. მეორეც, რომ დანიშნულიყო მას კავანი შეასრულებდა".

ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ კონფლიქტი მოგვარებულია. დანარჩენი სეზონის დასრულების შემდეგ გამოჩნდება. ევროპულ პრესაში აქტიურად იწერება, რომ ედინსონ კავანი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები