ევრობასკეტი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ეტაპი - საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, სადაც შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

ილიას ზუროსის გუნდი მეხუთე კალათში იყო და წილისყრის შემდეგ G ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი სერბეთის, ფინეთისა და დანიის ნაკრებები იქნებიან.

ევრიბასკეტის შესარჩევი ეტაპი სტარტს 2024 წლის თებერვლიდან აიღებს, ზუსტი კალენდარი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ევროპის მასშტაბით, ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალური ეტაპი ოთხ ქვეყანაში, ლატვიაში, კვიპროსში, ფინეთსა და პოლონეთში გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყებს ასპარეზობას. საგულისხმოა, რომ ილიას ზუროსის გუნდი ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განსხვავებული მეტოქეები და დონჩიჩის ფაქტორი | შენგელია მსოფლიო ჩემპიონატზე
განსხვავებული მეტოქეები და დონჩიჩის ფაქტორი | შენგელია მსოფლიო ჩემპიონატზე