უნივერსიადა 2023 | წყალბურთელები ნახევარფინალში არიან
Aa
Aa

უნივერსიადა 2023 | წყალბურთელები ნახევარფინალში არიან

ჩინეთში 2023 წლის ზაფხულის უნივერსიადა მიმდინარეობს და ქართველმა წყალბურთელებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. მეოთხედფინალში, ისინი გერმანიას დაუპირისპირდნენ, მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

პირველი მეოთხედი ფრედ, 3:3 დასრულდა, საწყისი ტაიმი კი საქართველომ 1 გოლით მოიგო. მესამე მეოთხედში გუნდებმა 5-5 ბურთი შეაგდეს და ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა. გერმანიამ მეტოქეზე 1 ბურთით მეტი გაიტანა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა - 12:12.

საწყისი 3 პენალტის შემდეგ, გერმანია 2:0-ს იგებდა, მაგრამ საქართველომ დაბრუნება მოახერხა. ქართველთა მეკარემ, ირაკლი რაზმაძემ 4 დარტყმა მოიგერია და საკუთარი გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა - 16:15.

ცნობისთვის, ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე იტალიაა, რომელმაც იაპონია 22:9 გაანადგურა. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს უნგრეთი და აშშ ხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები