რივალდო:
Aa
Aa

რივალდო: "ხვალ თბილისში ვიქნები"

მოგეხსენებათ, რომ ხვალ ღამით 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" ამხანაგური მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და მსოფლიო ფებხურთის ვარსკვლავები შეხვდებიან. მატჩიდან შემოსული თანხა კი ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

თბილისში ფეხბურთის უამრავი ლეგენდა ჩამოვა - რივალდო, ტოტი, მალდინი, შევჩენკო, პუიოლი, ძანეტი, კაფუ, კრესპო და სხვები.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბრაზილიური ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ რივალდომ, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს: "ფრანკფურტში ჩავფრინდი და მალე მილანში გავფრინდები. ღმერთმა დალოცოს ეს რეისი. ხვალ თბილისში ვიქნები".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები