რომან დოლიძე, დერეკ ბრანსონი
Aa
Aa

როდის იჩხუბებს რომან დოლიძე | მისი მომდევნო მეტოქე ცნობილია

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე ოქტაგონზე ბრუნდება. „კავკასიელი“ UFC 295-ის ფარგლებში იჩხუბებს, რომელიც ნიუ იორკში, 11 ნოემბერს გაიმართება. რომანმა პრესაში გავრცელებული ინფორმაცია თავადაც დაადასტურა და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მომდევნო მეტოქის ვინაობა გვამცნო.

დოლიძე ვეტერან მებრძოლს, დერეკ ბრანსონს დაუპირისპირდება. ამერიკელი 39 წლისაა და UFC-ში პირველი ბრძოლა 2012 წელს გამართა. ბრანსონს ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ უჩხუბია, როგორებიც იოელ რომერო, ურაია ჰოლი, ანდერსონ სილვა, რობერტ უიტეკერი, ლიოტო მაჩიდა, ისრაელ ადესანია და დარენ ტილი არიან.

ბრანსონს კარიერაში 32 ბრძოლა გაუმართავს და 23-ჯერ იმარჯვა. 12-ჯერ ნოკაუტით, 4-ჯერ საბმიშენით, 7-ჯერ კი - მსაჯების გადაწყვეტილებით. მას ზედიზედ ორი წაგება აქვს და 2022 წლის თებერვალში ჯარედ კანონიერთან, ხოლო 2023 წლის მარტში დრიკუს დუპლესისთან დამარცხდა. იგი საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში იმყოფება და მე-8 ადგილს იკავებს, რომანი კი მეცხრეა.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს, დოლიძემ მიმდინარე წლის 18 მარტს, მარვინ ვეტორისთან იჩხუბა და მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა. MMA-ში ქართველი მებრძოლის ანგარიშზე 12 მოგება და 2 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლიმ სპალს ვერ მოუგო - ხვიჩას ერთი რეალური მომენტი ჰქონდა
ნაპოლიმ სპალს ვერ მოუგო - ხვიჩას ერთი რეალური მომენტი ჰქონდა