კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ნეიმარი
Aa
Aa

„სამწუხაროა, რომ ერთმანეთს ვერ შევეწყვეთ“ - ნეიმარი მესიზე და მბაპეზე

ბრაზილიისა და პსჟ-ის შემტევმა, ნეიმარმა Caze TV-ის ეთერში გუნდის ბოლო ორ სეზონზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი, მესისა და მბაპეს ტრიო ერთმანეთს ვერ შეეწყო. ბრაზილიელი ფეხბურთელი თავის მომავალსაც შეეხო.

რას ამბობს ნეიმარი:

გუნდი მართლაც ძლიერი გვყავდა. მესი, მბაპე და მე ნამდვილად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები ვართ. ამის შესახებ ჩვენც ვიცოდით, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გამოგვივიდა. ერთმანეთს ისე ვერ შევეწყვეთ, როგორც საჭირო იყო და ეს ძალიან სამწუხაროა. ყველაფრის მოგება გვსურდა, მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის სამართლიანი არ არის.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, იმედი მაქვს პსჟ-ში დავრჩები. კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და ჯერჯერობით, არავის არაფერი უთქვამს. მაშინაც კი, თუ ჩემსა და გულშემატკივრებს შორის საუკეთესო ურთიერთობა არ იქნება, მაინც დავრჩები. მეყვარება, ან ვეყვარები, თუ არა, მაინც აქ ვიქნები.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ლეო მესიმ კლუბი დატოვა და „ინტერ მაიამის“ შეუერთდა, კლუბის დატოვებაზე განცხადება კილიან მბაპემაც გაავრცელა და დაწერა, რომ პსჟ-სთან მომავალ წელს კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს. ფრანგულ პრესაში ასევე იწერება ნეიმარის შესახებაც და ბრაზილიელი ფეხბურთელი რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის „ბარსელონას“, „მანჩესტერ სიტისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“, თუმცა, დღევანდელი კომენტარიდან ვიგებთ, რომ დიდი ალბათობით, ნეიმარი კვლავ პსჟ-ში დარჩება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ტუხელმა მეკარე მოითხოვა | ბაიერნმა 3 კანდიდატი განიხილა
    ტუხელმა მეკარე მოითხოვა | ბაიერნმა 3 კანდიდატი განიხილა