ახალ კლუბს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა | შენგელია ვირტუს ბოლონიას ტოვებს?
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ შესაძლოა, „ვირტუს ბოლონია“ დატოვოს. სერბული პრესის ინფორმაციით, მისი საკუთარ რიგებში ხილვა „ცრვენა ზვეზდას“ სურს და დიდი შანსია, „თეთრ-წითლებმა“ მიზანს მიაღწიონ.
Totalbasket-ის ინფორმაციით, შენგელია სერბულ გრანდში გადასვლას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და თოკო მზადაა, კარიერა „ცრვენა ზვეზდაში“ გააგრძელოს. ახლა ჯერი კლუბებზეა და ტრანსფერის ალბათობა ძალიან მაღალია.
????????????It seems that Toko Shengelia is one step closer to Red Star. There is an agreement for both sides‼️
— Totalbasket Europe (@totalbasketeu) July 17, 2023
Now he needs to part ways with Virtus Bologna.
Info by @DojeVS , our friend from Serbia. #abaliga #abaleague #redstar #euroleague #abaliga #abaleague pic.twitter.com/7gSeEPIXL7
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი 2022 წლის გაზაფხულიდან იტალიურ კლუბში თამაშობს. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ინტერვენციის შემდეგ შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერა „ვირტუს ბოლონიას“ დაუკავშირა.
გეტყვით იმასაც, რომ გასულ სეზონში, შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ მაისურით საშუალოდ 12.1 ქულას, 6.1 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს