ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

„შეიძლება ეს ამბავი ძალიან მალე გადაწყდეს“ - ზივზივაძე სამხ. კორეაში მიდის?

საქართველოს ნაკრებისა და გერმანული „კარლსრუეს“ შემტევმა, ბუდუ ზივზივაძემ კარიერა შესაძლოა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელოს.

ამის შესახებ ქართველი ფეხბურთელის მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ პირველ არხს ექსკლუზიურად განუცხადა.

რას ამბობს ოდილაძე:

ზივზივაძის ტრანსფერზე მუშაობა მიდის და შეიძლება ეს ამბავი ძალიან მალე გადაწყდეს. მოლაპარაკება სამხრეთ კორეულ კლუბთან მიმდინარეობს.

ლაშა ოდილაძეს კორეული გუნდის სახელწოდება არ დაუკონკრეტებია, თუმცა, როგორც მისგან ვიგებთ, გარიგების განხორციელების შანსი საკმაოდ დიდია.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ „კარლსრუეში“ მიმდინარე წლის ზამთარში გადავიდა, თუმცა ტრავმის შემდგომი პერიოდის გამო საკუთარი თავის სრულფასოვნად გამოჩენის შესაძლებლობა არ მიეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძე: სიგუა დიდ ფეხბურთს ითამაშებს, მაგრამ ყველა მატჩის მოგებას ნუ მოვთხოვთ
არველაძე: სიგუა დიდ ფეხბურთს ითამაშებს, მაგრამ ყველა მატჩის მოგებას ნუ მოვთხოვთ