გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

რომაული დერბი ტრანსფერისთვის ბრძოლაში | მიქაუტაძე ჟოზეს გუნდში?

„მეცის“ ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის საკუთარ რიგებში ხილვა იტალიური ფეხბურთის კიდევ ერთ გრანდს სურს. „ლაციოსა“ და „იუვენტუსის“ ინტერესის შესახებ უცხოურ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, დღეს კი, გიორგი ჟოზე მოურინიოს „რომას“ დაუკავშირეს.

როგორც L’Equipe-ი აცხადებს, „ჯალოროსის“ მიქაუტაძე ძალიან მოსწონს და შესაძლოა, მისთვის გამართულ ბრძოლაში ჩაებას. „ლაციოსგან“ განსხვავებით, „რომას“ „მეცისთვის“ წინადადებით ჯერ არ მიუმართავს და მოვლენების განვითარებას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ იმავე L’Equipe-ის ცნობით, „მეცი“ მიქაუტაძის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს. „ლაციომ“ და „ბარნლიმ“ ფრანგულ კლუბს 15 მილიონი შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს და ტრანსფერის დასახურად უკეთესი წინადადების მომზადება მოუწევთ.

გასულ სეზონში მიქაუტაძემ „მეცთან“ ერთად ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა. ქართველმა ფორვარდმა გასულ სეზონში, ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და გუნდს ლიგა 1-ში დაწინაურებაში დაეხმარა. სეზონის ბოლოს, ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოღალატე ხარ“ | ლევანტეს ლეგენდა უნდა გამხდარიყო, მაგრამ ვალენსიაში გადავიდა
„მოღალატე ხარ“ | ლევანტეს ლეგენდა უნდა გამხდარიყო, მაგრამ ვალენსიაში გადავიდა