მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„მასთან სხვა კონდიციებში ვიჩხუბებდი“ - პიოტრ იანი დვალიშვილზე

UFC-ის რუსმა მებრძოლმა, პიოტრ იანმა, ილია ნიკულნიკოვთან ინტერვიუს დროს მის ბოლო ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილთან სხვა პირობებში იბრძოლებდა და ასევე, ქართველი მებრძოლისგან გაკეთებული ჟესტიც გაიხსენა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას შეცვლიდა, თუ დვალიშვილთან რემატჩი ახლა დაინიშნებოდა, იანმა ასეთი პასუხი გასცა:

„მასთან უბრალოდ განსხვავებულ კონდიციებში ვიჩხუბებდი. მეტოქისგან წამოსული ნეგატიური დამოკიდებულება? ზოგადად, ბოლო პერიოდში წამოსული ნეგატივით არ დავღლილვარ. როცა ბრძოლა გენიშნება, ბუნებრივია, რომ მეტოქეს მხოლოდ ოქტაგონზე არ უპირისპირდები და დუელი სხვაგანაც გექნება. ნებისმიერ შემთხვევაში გექნება ემოციური მომენტები, რომელსაც ხან უპასუხებ, ხან არა. შეუძლებელია ყველაფერს ერთ სივრცეში უპასუხო. რაც შეეხება დვალიშვილის ჟესტს, იმ მომენტში, როდესაც ის ამას აკეთებდა, ვერ მივხვდი რას აკეთებდა. სიმართლე გითხრათ, ამისთვის ყურადღება საერთოდ არ მიმიქცევია“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ორთაბრძოლა 2023 წლის მარტში შედგა, რომელშიც „ქართველმა მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის ლეგენდა ილიას აქებს: „მალე ქამრისთვის იჩხუბებს“
UFC-ის ლეგენდა ილიას აქებს: „მალე ქამრისთვის იჩხუბებს“