რომან დოლიძე, გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

„ძალიან მაღალი კლასი აჩვენა“ - დოლიძემ ქუთათელაძეზე ისაუბრა

UFC-ის ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე ოქტაგონზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. „ქართველი ვიკინგი“ ელვეს ბრენერს დაუპირისპირდა. ქუთათელაძე უპირატესობას ფლობდა, მეტოქეს წარბიც გაუხეთქა, თუმცა საბოლოოდ ნოკაუტით დამარცხდა.

ქუთათელაძის ბრძოლას UFC-ის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე Facebook-ში გამოეხმაურა:

„შეხვედრები დასრულდა, ახლა სახლში დავბრუნდი, სოციალურ ქსელებში კომენტარებს თვალი გადავავლე. ძალიან არ მომეწონა, რაც წავიკითხე. ჩემი აზრი მინდა გამოვხატო, გურამმა ძალიან მაღალი კლასის ბრძოლა აჩვენა. ის შემთხვევითი დარტყმა, რაც მოხვდა, გარდაუვალია. მინდა მოგიწოდოთ, შეეშვათ ამ არასწორ კომენტარებს. თუ მაგალითად ვერ ხვდებით, ჩვენ პროფესიონალი სპორტსმენები უფრო აგიხსნით, რა და როგორი დონის ბრძოლა იყო.

პირიქით, გურამს გამოჯანმრთელებას და მალე დაბრუნებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, UFC-ის ასეთი სპორტსმენი ბევრი არ ჰყავს. ჩვენ გურამის არაერთ დიდ გამარჯვებას ვნახავთ. ერთმანეთს დავუდგეთ ქართველებო“.

გურამ ქუთათელაძეს MMA-ს ეგიდით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 12 მოგება და 4 მარცხი აქვს. ელვეს ბრენერთან შეხვედრამდე UFC-ში ქართველმა მებრძოლმა ბოლოს 2022 წლის 18 ივნისს იჩხუბა და დამირ ისმაგულოვთან მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები