გიორგი ლორია
Aa
Aa

ლორიას ბენეფისი და გოლი თამაშგარედან | დინამოების დერბი სუპერთასის ფინალში

საქართველოს სუპერთასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, საუკეთესოს ვინაობა „დინამო თბილისმა“ და „დილამ“ გაარკვიეს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია გახდა საჭირო.

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. მატჩში ანგარიში 72-ე წუთზე გაიხსნა, ომარ იმრანმა ლამაზი საჯარიმო გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

„დილამ“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე გაათანაბრა. თბილისელთა კარი ონორე გომისმა აიღო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვანდერსონი, რომელმაც ბურთზე ითამაშა, თამაშგარე მდგომარეობაში იყო და გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.

საქართველოს სუპერთასზე დამატებითი დრო არ ინიშნება, რის გამოც, პირდაპირ პენალტების სერია ვიხილეთ, რომლის გმირიც „დინამო თბილისში“ დაბრუნებული გიორგი ლორია გახდა. საქართველოს ნაკრების მეკარემ ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და საფეხბურთო ლატარია თავის გუნდს 4:2 მოაგებინა.

ცნობისთვის, „დინამო თბილისი“ ფინალში „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდება. მატჩი 4 ივლისს, თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალუქვაძე: „კვარა რეალისა და ბარსელონას დონის გრანდებში სათამაშოდ მზადაა“
სალუქვაძე: „კვარა რეალისა და ბარსელონას დონის გრანდებში სათამაშოდ მზადაა“