ზურიკო დავითაშვილი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

“ნიდერლანდებს შტორმივით გადაურბინა“ - DailyMail ზურიკოზე და საქართველოზე

ზურიკო დავითაშვილის ნიდერლანდების კარში გატანილ ბრწყინვალე გოლს და საქართველოს წარმატებას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Dailymail გამოეხმაურა და ჩვენებურების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

რას წერს Dailymail?

„საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ოცნება გრძელდება. ფრე ნიდერლანდებთან და გარანტირებული მეოთხედფინალი. 2023 წლამდე, საქართველოს ასაკობრივ გუნდს ამ ეტაპზე არასდროს უთამაშია. ამ წარმატებაში კი ზურიკო დავითაშვილმა შეიტანა, რომელმაც ნიდერლანდებს შტორმივით გადაურბინა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში 5 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მეოთხედფინალში გერმანიას, ისრაელს ან ჩეხეთს დაუპირისპირდება. ეს დამოკიდებულია აღნიშნული გუნდების ურთიერთშეხვედრებზე, რომელიც 28 ივნისს გაიმართება.

ზურიკოს გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირაში გაივლის | კვერნაძე ფროზინონეში მიდის
სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირაში გაივლის | კვერნაძე ფროზინონეში მიდის