ზურიკო დავითაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

ქართული ფეხბურთის დონე და ვინ არის ახალი კვარა - ინტერვიუ გაბრიელე ჯერვასისთან

„დინამო თბილისის“ აკადემიაში მომუშავე გაბრიელე ჯერვასიმ La Gazzetta dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ჯერვასიმ ქართულ ფეხბურთზე და მის მომავალზე ისაუბრა.

რა დონეზეა ქართული ფეხბურთი

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ქართული ფეხბურთი ძალიან კარგ დონეზე იმყოფება. ამასთან, საჭიროა, ქართული ფეხბურთი და დინამო თბილისი ერთმანეთისგან გამოვყოთ. თუ საფეხბურთო აკადემიებზე ვისაუბრებთ, დინამო საქართველოში საუკეთესოა. 10 წლის წინ, კლუბის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ დიდი ინვესტიცია განახორციელა და შექმნა ბაზა, რომელიც ევროპული კლუბების ბაზებს არაფრით ჩამოუვარდება. შეზღუდული ვართ იმის, გამო რომ ევროკავშირის პასპორტი არ გვაქვს, თორემ უამრავი მსურველი გვეყოლებოდა“.

გაიზარდა თუ არა ქართველი ფეხბურთელებისადმი ინტერესი კვარას მიერ მოხდენილი გავლენის შემდეგ?

„რა თქმა უნდა! აქ 2022 წლის იანვარში ჩამოვედი და დინამო თბილისს მხოლოდ ის გულშემატკივრები იცნობდნენ, რომლებიც ფეხბურთს 80-იან წლებში უყურებდნენ, რადგან მაშინ თასების მფლობელთა თასი მოვიგეთ. კვარაცხელიას იტალიაში გადასვლის შემდეგ, გაზეთები გვიკავშირდებიან და ჩვენთან ინტერვიუებს წერენ. ახლა ქართულ ფეხბურთს დიდი ყურადღებით აკვირდებიან და არიან მოთამაშეები, რომლებზეც ბევრს ლაპარაკობენ. მამარდაშვილი, ლოჩოშვილი, მიქაუტაძე და სხვები. მათ მიმართ სერიოზული ინტერესია“.

21 წლამდე ასაკის ახალი კვარა

„შემიძლია, დინამო თბილისის სამი ფეხბურთელი დავასახელო, თუმცა მათ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ. პირველ რიგში, ანზორ მექვაბიშვილს გამოვარჩევ, რომელიც ლობოტკას სტილის მქონე ნახევარმცველია. მეორე, გიორგი მოისწრაფიშვილია, რომელიც სენსის ან პესინას წააგავს, მესამე კი გაბრიელ სიგუაა. 2005 წელს დაბადებული ფეხბურთელი, რომელმაც მონღოლეთთან, საქართველოს ნაკრების მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. იგი მილენკოვიჩს ან კრისტანტეს წააგავს. არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც დინამო თბილისს არ ეკუთვნის, მაგრამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საუბარი ზურიკო დავითაშვილზე მაქვს. ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა. არ ვამბობ, რომ იმავე დონეზეა, მაგრამ ჰენრიხ მხითარიანთან საერთო ნამდვილად აქვს. იგი იტალიური კლუბებისთვის მზადაა. არ ვამბობ, რომ იუვეში უნდა გადავიდეს, მაგრამ სასუოლოში სიამოვნებით ვიხილავდი“.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის დროით, 20:00-ზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გამართავს და ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. რამაზ სვანაძის გუნდი ქულის აღების შემთხვევაში, პლეიოფში გავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის რეიტინგი განახლდა | თოფურიას წინსვლა და ტოპ 5
UFC-ის რეიტინგი განახლდა | თოფურიას წინსვლა და ტოპ 5