პსჟ
Aa
Aa

წლის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი - მესის მორიგი აღიარება საფრანგეთში

ლეო მესიმ მორიგი აღიარება მოიპოვა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი საფრანგეთის ლიგა 1-ის გასული სეზონის საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენი“ საფრანგეთის 2022/2023 წლების ჩემპიონი გახდა და ამაში ლეომ უდიდესი წვლილი შეიტანა.

მესიმ ლიგა 1-ში 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 16 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე პასები შეასრულა.

ცნობისთვის, ლიონელი მომავალი სეზონიდან „ინტერ მაიამის“ ღირსებას დაიცავს. აღსანიშნავია, რომ მას „პარი სენ ჟერმენში“ კიდევ ერთი სეზონით დარჩენა შეეძლო, მაგრამ უარი განაცხადა.

ამის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი გულშემატკივრების მის მიმართ დამოკიდებულება იყო. მესის სტადიონზე არაერთხელ დაუსტვინეს, რაც მისთვის ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    “ვალენსიას წყევლას არღვევს“ - MARCA-ს სტატია მამარდაშვილზე
    “ვალენსიას წყევლას არღვევს“ - MARCA-ს სტატია მამარდაშვილზე