საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი, ერვინ ვან დე ლოი
Aa
Aa

„ეს არ შეგვაშინებს“ - ვან დე ლოიმ საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ნიდერლანდებს შეხვდება. მატჩამდე ნიდერლანდელთა მთავარმა მწვრთნელმა ერვინ ვან დე ლოიმ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ წინა ორ შეხვედრაში მეტი მომენტი შევქმენით და გამარჯვებას ორივე შემთხვევაში ვიმსახურებდით, თუმცა მომენტების რეალიზაციის პრობლემა გვქონდა. თუ ბოლო ტურში საქართველოსთან საკუთარ შანსებს გამოვიყენებთ, ვფიქრობ, მოვიგებთ.

საქართველოს ნაკრებს დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს არ შეგვაშინებს. პირიქით, ველოდები ჩემი მოთამაშეების ძალიან კარგ გამოსვლას. ველოდი თუ არა საქართველოსგან ასეთ შედეგს? ევროპის ჩემპიონატი ისეთი ტურნირია, სადაც სუსტი მონაწილე არაა და შედეგს ყველასგან უნდა ელოდე. მნიშვნელოვანი იყო ქომაგის ფაქტორი, ყველა ჰიმნს მღეროდა, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს და გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ“.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის საწყის ორ ტურში 4 ქულა მოიპოვა, პორტუგალიას 2:0 მოუგო და ბელგიასთან 2:2 ითამაშა. რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფის ლიდერია, ბელგიისა და ნიდერლანდების ანგარიშზე 2-2 ქულაა, პორტუგალია 1 ქულით აუტსაიდერია. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს შეხვდება, „მიხეილ მესხზე“ პორტუგალია ბელგიას დაუპირისპირდება.

მომზადებულია 1TV.GE-ს მიხედვით

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები