ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

2 მატჩი მისცეს - ფლიკი შესაძლოა გერმანიის ნაკრებიდან დაითხოვონ

ჰანს-დიტერ ფლიკმა შესაძლოა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი შემოდგომაზე დატოვოს.

Bild-ის ცნობით, გუნდის შედეგები გერმანიის ფეხბურთის ასოციაციაში 58 წლის სპეციალისტთან ერთად განიხილეს. ბოლო 4 მატჩის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებს ერთი გამარჯვებაც არ ჰქონია, გუნდი ექსპერიმენტებისა და ცვალებადი შემადგენლობის გამო გააკრიტიკეს.

DFB-ის პრეზიდენტმა ბერნდ ნოიენდორფმა გადაწყვიტა მწვრთნელს შანსი მისცეს და კიდევ ორი ​​მატჩი ჩაატარებინოს - იაპონიასთან და საფრანგეთთან სექტემბერში. ამ დროის განმავლობაში, ფლიკმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას ევრო 2024-ის წინ კონკურენტუნარიანი გუნდის შეკრება შეუძლია.

მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლო კანდიდატებს შორის იულიან ნაგელსმანი, ოლივერ გლასნერი, შტეფან კუნცი და გერმანიის ნაკრების მენეჯერი რუდი ფიოლერიც კი განიხილება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სასწაული ხარ ძმაო... ჩათვალე გოლი გავიტანე“ - რამოსი და თოფურია
„სასწაული ხარ ძმაო... ჩათვალე გოლი გავიტანე“ - რამოსი და თოფურია