შოთა არველაძე
Aa
Aa

შოთა არველაძე: ამ რეალობაში ყოფნა უნდა გვიხაროდეს

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ბელგიასთან (2:2) მატჩს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„საოცარი დღეები გვაქვს თბილისში და ძალიან მაგარ ტურნირს ვმასპინძლობთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. ნაკრების თამაშს ზურგს გულშემატკივრის დიდი ემოცია უმაგრებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ემოციის გაზიარებას, დათქმების გარეშე ქომაგობას და ფეხბურთით ცხოვრებას ვსწავლობთ. უნდა გვიხაროდეს ამ რეალობაში ყოფნა და კარგად გავაცნობიეროთ, რომ ეს სხვაგან კი არა, ჩვენთან, საკუთარ ქალაქში და ქვეყანაში ხდება.

ამ რანგის ტურნირს პირველად ვმასპინძლობთ და უკვე მეორე თამაშში, ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში, დასწრების მხრივ საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ. ტრიბუნაზე უამრავი მოზარდი და ბავშვი დადის, ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა.

წარმატებები რამაზ სვანაძის გუნდს!“

- წერს შოთა არველაძე.

შეგახსენებთ, რომ 21-წლამდელთა ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 27 ივნისს (20:00) ნიდერლანდების წინააღმდეგ კვლავ „დინამო არენაზე“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მექვაბიშვილი: “გადამწყვეტი გასახდელში საუბარი იყო“
მექვაბიშვილი: “გადამწყვეტი გასახდელში საუბარი იყო“