შოტლანდიური მედია: “საქართველო ჰემპდენ პარკზე დაეცა“
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველო შოტლანდიას ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, შოტლანდიური გამოცემა Scotsman.com აღნიშნულ დაპირისპირებას აფასებს.
რას წერს Scotsman.com?
„წყალი იხვის ზურგზე!! გიჟური ღამე ჰემპდენ პარკზე. შოტლანდია ევრო 2024-ისკენ მიმავალ გზას აგრძელებს. საქართველო ჰემპდენ პარკზე დაეცა. შოტლანდიის დიდებული სვლა დატბორილმა მოედანმა ვერ შეაჩერა.“
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს სატურნირო ცხრილში 4 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა ესპანეთს, რომელსაც 3 ქულა აქვს ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
შემდეგ ტურში „ჯვაროსნები“ ესპანეთს უმასპინძლებენ. აღნიშნული შეხვედრა 8 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს