ლუის სუარესი, გრემიო
Aa
Aa

აუტანელი ტკივილი აწუხებს - სუარესმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს

სპორტულ მედიაში არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ „ინტერ მაიამიში“ ლეო მესისთან ერთად ლუის სუარესიც ითამაშებს, თუმცა დღეს, ურუგვაელის გულშემატკივრებისთვის საგანგაშო ინფორმაცია გავრცელდა.

ბრაზილიური მედიის ცნობით, შესაძლოა 36 წლის შემტევმა საფეხბურთო კარიერა დაასრულოს. სუარესს მუხლის პრობლემები აქვს და ყოველდღიური ტკივილი მას ძალიან ღლის.

წყაროს ცნობით, ლუისი კარიერის დასრულებას აპირებს, მაგრამ გასარკვევია ბიუროკრატიული საკითხები, თუ როგორ მოხდება ეს ყველაფერი. შეგახსენებთ, რომ ურუგვაელ შემტევს „გრემიოსთან“ მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

უახლოეს პერიოდში, სუარესის და გუნდის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან და ამ პრობლემიდან გამოსავალს მოძებნიან. გამოცემა წერს, რომ მუხლის ტკივილი სუარესის და მისი ოჯახის ყოველდღიურ მშვიდ ცხოვრებას ხელს უშლის.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი „გრემიოში“ მიმდინარე წლის 4 იანვრიდან თამაშობს. ამ პერიოდის განმავლობაში, ბარსას ყოფილმა ფეხბურთელმა ბრაზილიური გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 26-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჩვენს ფილოსოფიას დავიცავთ“ - World Rugby-ს სტატია 20-წლამდე ნაკრებზე
“ჩვენს ფილოსოფიას დავიცავთ“ - World Rugby-ს სტატია 20-წლამდე ნაკრებზე