ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ჯოვანი დი ლორენცო, რუდი გარსია
Aa
Aa

ტექნიკურ თამაშს უნდა მოუმატოს - რა როლი ექნება კვარას გარსიას ნაპოლიში

„ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია გუშინ ოფიციალურად წარადგინეს. ფრანგი სპეციალისტი ნეაპოლიტანურ გუნდში სამუშაოს უახლოეს დღეებში შეუდგება.

ბუნებრივია, ქართველ გულშემატკივარს განსაკუთრებულად აინტერესებს, თუ რა როლი ექნება ხვიჩა კვარაცხელიას რუდი გარსიას ფორმაციის გუნდში. ამასთან დაკავშირებით la Gazzetta dello Sport-ი დღევანდელ გამოცემაში წერს, რომ ქართველ ფეხბურთელს ტექნიკური მახასიათებლების უფრო მეტად გამოვლენა მოუწევს.

რას ამბობს GAZZETTA:

„ნაპოლიში“, სპალეტის ეპოქის დასრულების შემდეგ უკვე დაიწყო რუდი გარსიას ეპოქა. ფრანგ სპეციალისტს, რომელიც გუნდში ოფიციალურად გუშინ წარადგინეს, გუნდში მძიმე დავალება ექნება. მან ჩემპიონების გზა ღირსეულად უნდა გააგრძელოს და როგორც ჩანს, ის ამ დავალებას არ შეუშინდა. „რომას“ ყოფილ მწვრთნელს უკვე აქვს მკაფიო გეგმა ამ გზის გასაგრძელებლად, ძირითადი სქემა კი 4-3-3 იქნება.

გარსიას გუნდში ფუნდამენტური ფეხბურთელები კვარაცხელია, დი ლორენცო და ოსიმენი იქნებიან. ჩვენთვის ცნობილია, რომ რუდი ქართველს და იტალიელს ახალ იდეებს შესთავაზებს. კვარაცხელიას მოუწევს, რომ უფრო ტექნიკური და შეტევაზე ორიენტირებული გახდეს. ფაქტობრივად, მან ჟერვინიოს კვალდაკვალ უნდა იაროს, კაპიტანი კი უფრო მეტად დაცვაზე უნდა იყოს მიდრეკილი, ვიდრე შეტევაზე. რაც შეეხება ოსიმენს, ნიგერიელის ამოცანა ყოველთვის იქნება სიღრმისეული შეტევა. გარსია იმედოვნებს, რომ „ნაპოლის“ ხელმძღვანელები ოსიმენის შენარჩუნებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ, „ნაპოლის“ ფეხბურთელთა უმეტესი ნაწილი, მათ შორის კვარაცხელია ახლა საკუთარი ქვეყნების ნაკრებებთან ერთად იმყოფებიან და უახლოესი შეხვედრებისთვის ემზადებიან. ამ თამაშების შემდეგ, ფეხბურთელები 2-კვირიან შესვენებაზე გავლენ, ივლისის შუა რიცხვებიდან კი ახალი სეზონისთვის დაიწყებენ მომზადებას.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    შოტლანდიელი ჟურნალისტი კვარაზე: „სერიოზული საფრთხეა, ბევრ პრობლემას შექმნის“
    შოტლანდიელი ჟურნალისტი კვარაზე: „სერიოზული საფრთხეა, ბევრ პრობლემას შექმნის“