საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, სტივ კლარკი, შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

კლარკი: „ქართველები კარგად მიდიან და თავდაჯერება არ აკლიათ“

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა, რომლის გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში 3-დან სამივე შეხვედრა მოიგო და ქულათა მაქსიმუმი დააგროვა, საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„მომენტუმის შესანარჩუნებლად საქართველოსთან გამარჯვება კარგი იქნება.

დასაწყისში სწორად ვთქვი, ურთულესი ჯგუფია. ქართველები კარგად მიდიან, თავს კარგად გრძნობენ. თავდაჯერება არ აკლიათ. მათ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებიც კარგ ფორმაში არიან და რომლებმაც გუნდის ორგანიზება მოახდინეს. საქართველოს ნაკრები განსაკუთრებით სახიფათო შეტევაშია, თავი კარგად უნდა დავიცვათ. მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა გამარჯვებას ვუმიზნებთ.

საქართველო მე-4 კალათაში უძლიერესი გუნდი იყო, ბოლო 15 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მატჩი დათმო, კარგად მიდიან და თავდაჯერება არ აკლიათ.

კვიპროსი-საქართველოს მატჩი ძალიან გახსნილი იყო, სწორედ ამიტომ გუნდებს გოლის გატანის ბევრი შანსი ჰქონდათ. შესაძლოა, ხვალინდელი თამაში ოდნავ განსხვავებული იყოს, თუმცა ჩვენ როგორც ჩაკეტილი, ასევე ღია თამაშისთვის მზად ვართ“.

ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში შოტლანდიამ კვიპროსი (3:0), ესპანეთი (2:0) და ნორვეგია (1:2) დაამარცხა. სტივ კლარკის გუნდი 9 ქულით ჯგუფის ლიდერია. მეორე პოზიციას საქართველოს ნაკრები 4 ქულით იკავებს, სანიოლის გუნდმა ორი მატჩი ჩაატარა, ნორვეგიასთან ბათუმში ფრედ ითამაშა (1:1), კვიპროსთან გასვლით შეხვედრაში სამი ქულა მოიპოვა (1:2). ესპანეთის ანგარიშზე 3 ქულაა, ნორვეგიის აქტივში მხოლოდ 1 ქულა. კვიპროსი 0 ქულით აუტსაიდერია.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი შოტლანდიასა და საქართველოს შორის ხვალ, 20 ივნისს „ჰემპდენ პარკზე“ გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენდრიუ რობერტსონი: „კვარა განსაკუთრებულია, საქართველო მოსაგებად ჩამოდის“
ენდრიუ რობერტსონი: „კვარა განსაკუთრებულია, საქართველო მოსაგებად ჩამოდის“