კლაუდიო ტაფარელი
Aa
Aa

„დაუჯერებელი პროცესი იყო“ - როგორ აღმოჩნდა კლაუდიო ტაფარელი პარმაში

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მეკარემ, კლაუდიო ტაფარელმა საინტერესო ისტორია გაასაჯაროვა. 57 წლის გოლკიპერმა გაიხსენა, „პარმაში“ როგორ აღმოჩნდა და აღნიშნა, რომ ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ, თანაგუნდელებისთვის ავტოგრაფების მიცემა მოუწია.

„ჩემი ტრანსფერის პროცესი დაუჯერებლად წარიმართა. ბრაზილიისთვის 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულებული გახლდათ და სამშობლოში ვბრუნდებოდით. აეროპორტში ვიყავით და ჩვენს ფრენას ველოდებოდით, როცა ჩემთან უცნობი ადამიანი მოვიდა და მითხრა: „იტალიაში თამაში გინდა?“ გამეცინა, მაგრამ თანხმობა განვუცხადე. ერთი კვირის შემდეგ, სატელეფონო ზარი მივიღე და მითხრეს: „ისევ გინდა გადმოსვლა?“ ამის შემდეგ, პარმალატის წარმომადგენელი ბრაზილიაში მოლაპარაკებების გასამართად ჩამოფრინდა და პარმაში ასე აღმოვჩნდი.

როცა კლუბში ჩავედი, ჩემი თანაგუნდელები ავტოგრაფებს მთხოვდნენ. ცოტათი შემეშინდა და ვფიქრობდი, რა გუნდში გადავედი-მეთქი. პარმას იმდროინდელი შემადგენლობიდან სერია A-ში თამაშის გამოცდილება მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჰქონდა და ჩვენი მიზანი უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება იყო“.

შეგახსენებთ, რომ ტაფარელი „პარმაში“ 1990 წელს გადავიდა და კლუბში 1993 წლამდე დარჩა. „პარმას“ შემდეგ, მან „რეჯიანას“ მიაშურა, შემდეგ კი „ატლეტიკო მინეიროში“ და „გალათასარაიში“ ითამაშა, 2001 წელს იგი „პარმას“ დაუბრუნდა და კარიერა სწორედ ამ კლუბში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არაფრისგან რაღაცის შექმნა შეუძლია“ - სტივ კლარკი საქართველოს ნაკრებსა და კვარაზე
„არაფრისგან რაღაცის შექმნა შეუძლია“ - სტივ კლარკი საქართველოს ნაკრებსა და კვარაზე