გიორგი მამარდაშვილი, ანდრე ონანა, მაიკ მენიო
Aa
Aa

მამარდაშვილის შეძენას შეეცდებიან? | რას წერენ ბრიტანულ პრესაში ჩელსის გეგმებზე

ლონდონის „ჩელსის“ სატრანსფერო პოლიტიკა ბრიტანული პრესის მთავარი სასაუბრო თემაა. „არისტოკრატების“ გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება და Evening Standard-მა „ლურჯებს“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი კიდევ ერთხელ დაუკავშირა.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ლონდონელებს „ინტერის“ გოლკიპერის, ანდრე ონანას გადაბირება სურდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. „ლურჯებსა“ და „ნერაძურის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს და „სტემფორდ ბრიჯზე“ გადაწყვიტეს, ონანასთვის ბრძოლა შეწყვიტონ, რის შემდეგაც მისი შეძენის მთავარი ფავორიტი „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახდა.

Evening Standard-ის მიხედვით, „მამარდა“ „ჩელსის“ ნომერ მეორე სამიზნე იყო და დიდი შანსია, „არისტოკრატები“ მის ტრანსფერზე გადაერთონ. „ლურჯები“ „მილანის“ მეკარეზე, მაიკ მენიოზეც ფიქრობდნენ, მაგრამ „როსონერი“ მის სანაცვლოდ 80 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს. ლონდონელები ამხელა თანხის გადახდას არ აპირებენ და მამარდაშვილი საუკეთესო ვარიანტად განიხილება.

The Athletic-ის ჟურნალისტის, ლიამ ტუომის მიხედვით, გადაწყვეტილია, რომ „სტემფორდ ბრიჯს“ ედუარ მენდი დატოვებს. „არისტოკრატები“ მისი შემცვლელის შეძენას შეეცდებიან და ტუომი მამარდაშვილს „სენსაციურ“ მეკარეს უწოდებს, რომელიც მენდის ფანტასტიკური შემცვლელი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არაფრისგან რაღაცის შექმნა შეუძლია“ - სტივ კლარკი საქართველოს ნაკრებსა და კვარაზე
„არაფრისგან რაღაცის შექმნა შეუძლია“ - სტივ კლარკი საქართველოს ნაკრებსა და კვარაზე