კაი ჰავერცი, მეისონ მაუნტი
Aa
Aa

მაუნტი და ჰავერცი მიდიან | ჩელსიში ცვლილებები იწყება

ლონდონის „ჩელსი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება და შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, „სტემფორდ ბრიჯს“ რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს და მეისონ მაუნტი და კაი ჰავერცი მათ შორის არიან.

მაუნტს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა სურს. მას „ჩელსისთან“ კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს, მაგრამ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს და თუ ამ ზაფხულს არ გაუშვებენ, მზადაა, გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. „წითელმა ეშმაკებმა“ „არისტოკრატებს“ მეისონის თაობაზე წინადადებით მიმართეს და 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.

ჰავერცს რაც შეეხება, გერმანელი ფეხბურთელის გადაბირებით „არსენალია“ დაინტერესებული. „ლურჯები“ მის სანაცვლოდ 75 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ, მაგრამ თანახმა არიან, დათმობებზე წავიდნენ. ფაბრიციო რომანოს ცნობით, პირადი კონტრაქტის დეტალები პრობლემა არ იქნება და ფეხბურთელმა „არსენალში“ ტრანსფერს მწვანე უკვე აუნთო.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და მაურისიო პოჩეტინო ბევრი ცვლილების გატარებას აპირებს. ესპანურ გამოცემას, Fichajes.net-ს თუ დავუჯერებთ, არგენტინელ სპეციალისტს ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაც სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველად, როცა კვარას ვეთამაშეთ, გაგვანადგურა“ - ამბობს გიბრალტარელი ფეხბურთელი
„პირველად, როცა კვარას ვეთამაშეთ, გაგვანადგურა“ - ამბობს გიბრალტარელი ფეხბურთელი