საქართველოს ნაკრები კვიპროსში ჩაფრინდა და მატჩისთვის ემზადება
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები კვიპროსში ჩაფრინდა, სადაც 17 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე თემურ ქეცბაიას გუნდის წინააღმდეგ მეორე შეხვედრას გამართავს.
ვილი სანიოლის გუნდი დღეს მატჩის წინა დასკვნით ვარჯიშს გამართავს. იქამდე კი „ჯვაროსნების“ მთავარი მწვრთნელი მედიის კითხვებს უპასუხებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი).
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).
შეგახსენებთ, რომ კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 17 ივნისს, 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს