დიდიე დეშამი, ბუბაქარ კამარა
Aa
Aa

ნაკრებში გამოიძახეს და თაფლობის თვე გადადო | ბუბაქარ კამარას ამბავი

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. დიდიე დეშამმა შემადგენლობა რამდენიმე დღის წინ დაასახელა, თუმცა ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა, ადრიენ რაბიომ ტრავმა მიიღო და მისი შემცვლელის გამოძახება გახდა საჭირო.

„სამფეროვანთა“ თავკაცმა არჩევანი „ასტონ ვილას“ მოთამაშეზე, ბუბაქარ კამარაზე შეაჩერა. 23 წლის ნახევარმცველმა ახლახან იქორწინა და სეზონის დასრულების შემდეგ, საყვარელ ადამიანთან ერთად, თაფლობის თვის გატარებას აპირებდა, მაგრამ გეგმები შეეცვალა და რას წარმოიდგენდა, რომ რაბიოს შეცვლა მოუწევდა. კამარას ბევრი არ უფიქრია, თაფლობის თვე გადადო და საფრანგეთში გაემგზავრა.

„არ ვიცი, ვიტირო თუ გამეცინოს. ყველაფერი მოგვარებული გვქონდა და გასამგზავრებლად ვემზადებოდით. ამ საღამოს პარიზში უნდა ვყოფილიყავით და დილით გავფრენილიყავით, მაგრამ თვითმფრინავიდან ჩამოსვლა, ბარგის აღება და მარსელში დაბრუნება მოგვიწია. აი, ეს არის ფეხბურთელზე დაქორწინებული ქალბატონის ცხოვრება“, - განაცხადა კამარას მეუღლემ, კორალი პოროვეკიომ.

ცნობისთვის, საფრანგეთის ნაკრები 16 ივნისს სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება. დიდიე დეშამის ბიჭების მომდევნო მეტოქე კი საბერძნეთი გახლავთ, რომელსაც 19 ივნისს უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სოუზამ წინადადება მიიღო | ნაპოლის ჩაბარებასთან ერთ ნაბიჯშია
სოუზამ წინადადება მიიღო | ნაპოლის ჩაბარებასთან ერთ ნაბიჯშია