გიორგი ქოჩორაშვილი, კასტელონი
Aa
Aa

ქოჩორაშვილის დრამატული გამარჯვება - კასტელონმა დეპორტივო გამოთიშა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში აღზევებისთვის გიორგი ქოჩორაშვილის „კასტელონი“ იბრძვის. ქართველი საყრდენი შესანიშნავ სეზონს ატარებს, მან ფლეი-ოფის ნახევარფინალში „დეპორტივოსთან“ მოგებულ შეხვედრაში სასტარტოში ითამაშა და 110-ე წუთზე შეცვალეს.

პირველი მატჩი „დეპორტივომ“ შინ 1:0 მოიგო. საპასუხო მატჩის ძირითადი დრო „კასტელონმა“ 3:2 მოიგო, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა, დამატებით დროში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს და შეხვედრა „კასტელონმა“ 4:3 მოიგო. ორმატჩიანი დაპირისპირება 4:4 დასრულდა, მაგრამ რადგან რეგულარულ სეზონში „კასტელონი“ მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო „დეპორტივო“ - მეოთხეზე, შემდეგ ეტაპზე ქოჩორაშვილის გუნდი გავიდა.

ფლეი-ოფის ფინალში „კასტელონის“ მეტოქე „ალკორკონია“. პირველი მატჩი „კასტელონის“ მოედანზე 18 ივნისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა - 25 ივნისს. თუ „კასტელონი“ „ალკორკონის“ ბარიერსაც დაძლევს, შემდეგ სეზონში ლა ლიგა 2-ში ითამაშებს.

23 წლის გიორგი ქოჩორაშვილი, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, „ლევანტეს“ საკუთრებაა და „კასტელონში“ ერთწლიანი იჯარით თამაშობს. მიმდინარე სეზონში მისი სტატისტიკა შთამბეჭდავია, მან 38 მატჩი ჩაატარა, რაც „კასტელონში“ საუკეთესო შედეგია. გიორგიმ 38-დან 21 შეხვედრაში სასტარტოში ითამაშა, მის ანგარიშზე 4 გოლი და 4 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები