აურელიო დე ლაურენტისი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ნაპოლის პირველი ვარიანტი | პარტენოპეი ლუის ენრიკეს დანიშვნაზე მუშაობს

 „ნაპოლი“ ლუჩანო სპალეტის შემცვლელს ეძებს. იწერებოდა, რომ მთავარი ფავორიტი „ფიორენტინას“ თავკაცი, ვინჩენცო იტალიანო გახლდათ, მაგრამ ბოლო საათებში, მისი კანდიდატურა გამოირიცხა და რუდი გალეტიმ აურელიო დე ლაურენტისის ამჟამინდელ მიზნებზე დაწერა.

ცნობილი ჟურნალისტის მიხედვით, „ნაპოლი“ ესპანელი სპეციალისტის, ლუის ენრიკეს დანიშვნაზე მუშაობს და იგი „პარტენოპეის“ მთავარი სამიზნეა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში, მხარეებს შორის ახალი კონტაქტი დამყარდება და მოლაპარაკებები გაიმართება

გალეტის მიხედვით, იტალიანოს „ნაპოლისგან“ წინადადება არ მიუღია. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემები, Corriere dello Sport-ი და Gazzetta dello Sport-იც ადასტურებენ და გვარწმუნებენ, რომ ვინჩენცო „ფიორენტინაში“ რჩება.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, დე ლაურენტისმა ენრიკეს წინადადებით მიმართა. „ნაპოლის“ პირველმა პირმა ენრიკეს ხელფასის სახით, სეზონში, 8 მილიონი ევრო შესთავაზა, რასაც შესაძლოა, 2 მილიონის ოდენობის ბონუსები დაემატოს. 53 წლის ესპანელს ფინანსური მხარე დიდად არ აინტერესებს, თორემ „ჩელსის“ ჩაიბარებდა და მისთვის მთავარი საფეხბურთო პროექტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს მედალს რუსი ჯუდოკაც მიიღებს | IJF-ის გადაწყვეტილება რინერი-ტასოევის ფინალზე
ოქროს მედალს რუსი ჯუდოკაც მიიღებს | IJF-ის გადაწყვეტილება რინერი-ტასოევის ფინალზე