კარლოს ტევესი
Aa
Aa

ტევესი: ბარსას მესის დასაბრუნებლად დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენია

კარლოს ტევესი თვლის, რომ ლიონელ მესის "ინტერ მაიამიში" გადასვლის გადაწყვეტილება სწორი იყო.

არგენტინელი ასევე აღნიშნავს, რომ „ბარსელონას“ მესის გასაფორმებლად დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენია.

„ლეო ყველაზე მეტად იმით დაზარალდა, რომ ბარსაში დაბრუნება ვერ შეძლო. მან გადაწყვეტილება სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო. მას არ სურდა ბარსაში დაბრუნება, რათა მოგვიანებით თანაგუნდელები გაეყიდათ, მათ ხელფასები შემცირებოდათ და თავად კინოში მყოფ ცუდ ბიჭს დამსგავსებოდა. ბარსას კი, ვფიქრობ, მესის დასაბრუნებლად დიდი ენთუზიაზმი არ ჰქონდა.

ლეოს MLS-ი აინტერესებდა და იზიდავდა, მას მოსწონს მაიამი, აქ ის და მისი ოჯახი სიმშვიდეს იპოვიან. ვფიქრობ, ის აბსოლუტურად სწორად მოიქცა. ევროპაში მას მხოლოდ ბარსაში სურდა თამაში, ამიტომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო",

- განუცხადა ტევესმა ESPN-ს.

შეგახსენებთ, რომ მესი „ინტერ მაიამისთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა მას გუნდის დატოვების შესაძლებლობა ყოველი სეზონის ბოლოს ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარსაში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ იმავე ტკივილის გამოვლა არა...“ - მესის ინტერვიუ
„ბარსაში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ იმავე ტკივილის გამოვლა არა...“ - მესის ინტერვიუ