ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები სერია A-ში | კვარა Opta-ს რჩეულთა შორის

სტატისტიკურმა პორტალმა, Opta-მ სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები დაასახელა. სიმბოლური ნაკრები Opta-ს მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი და ტოპ 11-ში მხოლოდ 23-წლამდე ასაკის მოთამაშეები მოხვდნენ.

გასაკვირი ალბათ არავისთვისაა, რომ საუკეთესოთა შორის „ნაპოლის“ ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიასაც ვხედავთ. „კვარა“ მარცხენა გარემარბის პოზიციას იკავებს, მასთან ერთად კი შეტევაში ნიკოლო კამბიაგი და რასმუს ჰოილუნდი არიან გამწესებული.

Opta-ს სიმბოლურში მეკარე მარკო კარნესეკი გახლავთ, მცველების პოზიციაზე ფაბიანო პარისის, ჯორჯო სკალვინის, მალიკ ტიავსა და ანდრეა კამბიასოს ვხედავთ, ნახევარდაცვაში კი ლაზარ სამარჯიჩი, სამუელე რიჩი და ნიკოლო ფაჯოლი არიან.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/23 წლების სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი ლიდერობით, „ნაპოლი“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ამასთან, ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად შეძლო 1/4 ფინალში გასვლა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სეხუდო მერაბზე: „სტერლინგის შეყვარებულს დავამარცხებ და შემდეგ ქამარს დავიბრუნებ“
    სეხუდო მერაბზე: „სტერლინგის შეყვარებულს დავამარცხებ და შემდეგ ქამარს დავიბრუნებ“