მილანი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

„დამშვიდობების დროა“ - იბრაჰიმოვიჩმა კარიერა დაასრულა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 41 წლის ასაკში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ამ თემაზე ლეგენდარულმა ფეხბურთელმა „მილანი“ - „ვერონას“ მატჩის შემდეგ ისაუბრა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: „ახლა ჩემთვის სუნთქვა რთულია, მაგრამ ყველაფერი შესანიშნავადაა, ძალიან ბევრი მოგონება „სან სიროზე“... ქომაგებისგან სიყვარული მივიღე, შემდეგ იყო ბედნიერება.

მადლობა ჩემს ოჯახს მოთმინებისთვის. მადლობა ჩემს მეორე ოჯახს - ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, სამწვრთნელო შტაბს, მენეჯერებს. მინდა მთელი გულით დიდი მადლობა გადავუხადო ქომაგებს.

როცა გავიღვიძე, წვიმდა და ვთქვი: „ღმერთიც კი ტირის“. ეს გადაწყვეტილება ბოლო 10 დღეში მივიღე. ახლა ფეხბურთთან დამშვიდობების დროა“.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ფაბირიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებდა და კლუბს დატოვებდა, მატჩის შემდეგ კი შვედმა კარიერის დასრულება გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ლეგენდარული შვედი „როსონერის“ 2020 წელს დაუბრუნდა. ამ პერიოდის განმავლობაში იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ მაისური ყელა ტურნირზე ერთად 58-ჯერ მოირგო, 26 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი 90 ქულით გაჩემპიონდა - ხვიჩას ფანტასტიკური სეზონი
ნაპოლი 90 ქულით გაჩემპიონდა - ხვიჩას ფანტასტიკური სეზონი