არგენტინა, U20 მსოფლიო ჩემპიონატი, ისრაელი
Aa
Aa

U20 მსოფლიო ჩემპიონატი - ისრაელმა ბრაზილია მეოთხედფინალში დაამარცხა

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სენსაცია დაფიქსირდა. ისრაელი ბრაზილიას დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

გულშემატკივრებმა შესანიშნავი სანახაობა იხილეს. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, ნაკრებები გამოფხიზლდნენ და 2 გოლი გაიტანეს.

ანგარიში 56-ე წუთზე ბრაზილიამ გახსნა. გოლის ავტორი მარკოს ლეონარდო გახდა. ზუსტად 4 წუთში, ისრაელმა წონასწორობა აღადგინა. თავი ხალაილიმ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საკმაოდ უხეში გამოდგა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა.

91-ე წუთზე ნასკიმენტომ ბრაზილია დააწინაურა, ხოლო 93-ე წუთზე შიბლიმ ანგარიში გაათანაბრა. დამატებული ტაიმის კომპენსირებულ მესამე წუთზე ტურგენმა ბრაზილიას მესამე გოლი გაუტანა.

113-ე და 115-ე წუთებზე ბრაზილიის კარში პენალტები დაინიშნა, თუმცა ისრაელმა ვერცერთი ვერ გამოიყენა. საბოლოო ჯამში, ისრაელი ნახევარფინალშია, სადაც ურუგვაისა და ამერიკას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - აზარი რეალიდან მიდის
ოფიციალურად - აზარი რეალიდან მიდის