გიორგი შერმადინი
Aa
Aa

უნიკახას კალათბურთელი: „შერმადინის შეჩერება მარტივი ამოცანა არაა“

გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეიოფში თამაშობს, სადაც „უნიკახას“ ხვდება. ქართველი ცენტრის გუნდმა პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში წააგო და ახლა სტუმრად გასამართი მატჩი ელის.

რამდენიმე საათის წინ, ესპანურ პრესაში „უნიკახას“ კალათბურთელის, იანკუბა სიმას კომენტარი გავრცელდა, რომელმაც გიორგი შერმადინისა და მარსელინიო უერტასის დუეტზე ისაუბრა და აღიარა, რომ „შერმინატორის“ წინააღმდეგ დაცვაში თამაში მარტივი არაა.

„შერმადინისა და უერტასის დუეტის შეჩერება მარტივი ნამდვილად არაა. ისინი წლებია ერთმანეთის მხარდამხარ თამაშობენ და ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. კვირას, კოლექტიური ძალისხმევით მათი შეჩერება შევძელით. ერთმანეთს ვეხმარებოდით და გავაკეთეთ ის, რაც ჩვენგან მთავარმა მწვრთნელმა მოითხოვა.

შერმადინის წინააღმდეგ თამაში? გიოს გაჩერება მარტივი არაა, მაგრამ მის წინააღმდეგ თავს უფრო და უფრო კომფორტულად ვგრძნობ. ვცდილობ, გუნდს დავეხმარო და გავაკეთო ის, რასაც მწვრთნელი ჩემგან ითხოვს. ველოდებით, რომ განმეორებით მატჩში საოცარი ატმოსფერო დაგხვდება და შეგვეძლება, ნახევარფინალის საგზური მოვიპოვოთ“.

ცნობისთვის, „უნიკახასა“ და „ლენოვო ტენერიფეს“ მატჩი 1-ელ ივნისს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპული ფეხბურთის აღმოჩენაა“ - კვარა ESPN-ის სიმბოლურ ნაკრებში
„ევროპული ფეხბურთის აღმოჩენაა“ - კვარა ESPN-ის სიმბოლურ ნაკრებში