ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, ლიონელ მესი
Aa
Aa

ჩავი: “მესის ვესაუბრე, მასთან დაკავშირებით ტაქტიკური იდეები მაქვს“

როგორც მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ, მესი „პარი სენ ჟერმენს“ დატოვებს. რეალურად ლეოს ორი შეთავაზება აქვს. ერთი საუდის არაბეთიდან, ხოლო მეორე „ბარსელონადან“.

ამ საკითხთან დაკავშირებით, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ისაუბრა.

ჩავი:

„პრეზიდენტს ვუთხარი, რომ მესის დაბრუნება სხვა გუნდებთან დიდ განსხვავებას შექმნის. ამას დიდი აზრი აქვს. ის იდეალურია ჩვენი სისტემისთვის და იდეისთვის. მესისთან დაკავშირებით, ტაქტიკური იდეები მაქვს. გადაწყვეტილება ლეომ უნდა მიიღოს. დიახ, მას ამ ყველაფერზე ვესაუბრე.“

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ლა ლიგაში არსებული წესები ქმნის. ამ მომენტისთვის, „ბარსელონას“ სახელფასო ლიმიტი შევსებული აქვს და მესის დამატება შეუძლებელია.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიურ გრანდს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდი თანხის დახარჯვა მხოლოდ ერთ ფეხბურთელში შეუძლია. აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ზუბიმენდის შეძენაზე. ასევე, განიხილება ილქაი გიუნდოგანის დამატებაც. თურქული ფესვების მქონე გერმანელი თანხმობის შემთხვევაში ბარსას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზოგჯერ, ერთმანეთს დიდი სიყვარულის დროსაც ვშორდებით“ - სპალეტის პირველი კომენტარი
„ზოგჯერ, ერთმანეთს დიდი სიყვარულის დროსაც ვშორდებით“ - სპალეტის პირველი კომენტარი