ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დიდი ხნით დაკარგული გოლის ძიებაში...“ - ხვიჩას იტალიური მედია აფასებს

იტალიის სერია A-ს ბოლოსწინა ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „ბოლონიას“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65 წუთი ითამაშა, თუმცა მოედანი შედეგიანი მოქმედების გარეშე დატოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა.

რას წერენ გამოცემები:

CN24 – 6.5 ქულა: არ ადარდებს, როდესაც „ბოლონია“ მის სივრცეს ეხება. ბევრს ცდილობდა და თანაგუნდელებს შეტევაში როგორც შეეძლო, ისე ეხმარებოდა. ძლიერი შორეული დარტყმაც ჰქონდა, რომელიც მიზანს მცირედით ასცდა.

CalcioNapoli1926 – 6.5 ქულა: მეტოქესთან პირისპირ კარგად თამაშობდა. ბურთს კარგად აკონტროლებდა, ჰქონდა დრიბლინგები და ძერბინის პასიც დაუხატა, თუმცა ამ უკანასკნელმა მომენტი ვერ გამოიყენა. 59-ე წუთზე ინდივიდუალური მოქმედების გმირი გახდა, რომელმაც მცველებს შორის ბრწყინვალე რეიდით მცირედით არაზუსტი დარტყმა შემოგვთავაზა.

CalcioMercato – 6 ქულა: ეს იყო ცრემლების რბოლა, დიდი ხნით დაკარგული გოლის ძიებაში. რამდენიმე ციმციმი ჰქონდა, თუმცა არც თუ ისე დიდი.

NapoliMagazine – 5.5 ქულა: რამდენიმე უეცარი აფეთქება ჰქონდა, თუმცა ნახევარდაცვაში არაერთი შეცდომა დაუშვა.

Goal.com – 6.5 ქულა.

37 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 87 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. სპალეტის გუნდი სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასკვნით შეხვედრას 4 ივნისს, საკუთარ მოედანზე სატურნირო ცხრილის ბოლოადგილოსან „სამპდორიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ტაქტიკით ენრიკე კვარას უზარმაზარ პოტენციალს უკეთ გამოიყენებს“
„ამ ტაქტიკით ენრიკე კვარას უზარმაზარ პოტენციალს უკეთ გამოიყენებს“